კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები კი მეხანძრე-მაშველებმა დილიდან განაახლეს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, ადგილზე ასევე მობილიზებულია ცოცხალი ძალაც.
სტიქიის ალპურ ზონაში რჩებიან სპეცრაზმის წარმომადგენლებიც. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.