მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
პოლიციელებისა და არასრულწლოვნების ჩხუბი

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, კომენდანტის საათის დროს, სოციალური საცხოვრებლის მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის დაპირსპირება მოხდა. ნაცემია რამდენიმე არასრულწლოვანი.
ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსის სადარბაზოსთან მდგარ რამდენიმე პირთან სამართალდაცველები მივიდნენ და მათი დაჯარიმება გადაწყვიტეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბში მეზობლებიც ჩაერთვნენ.
ადგილობრივები შსს-ს მიმართავენ და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.
მათი ინფორმაციით, დაპირისპირებაში დაახლოებით, ოცდაათამდე სამართალდამცველი ფიგურირებდა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება.