“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს კახი კალაძე უხელმძღვანელებს

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

“კახი კალაძე აქვს კაპიტნის გამორჩეული თვისებები, ორგანიზატორული ნიჭი და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ღირსეულად ჩატრებისა და საბოლოო გამარჯვებისთვის”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს ოფიციალურად დაიწყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

88415756დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების“ შტაბის უფროსად კახი კალაძის დანიშვნა პარტიის გადაწყვეტილება იყო და ვერავინ გააპროტესტებს. ჟურნალისტების კითხვაზე, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” პრეტეზნიები კალაძის მიმართ რამდენად საფუძვლიანია, ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ თუკი არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, მაშინ ის უდანაშაულოა.

მსგავსი პოსტები

Back to top button