მნიშვნელოვანირეგიონი
ფშაველი- აბანო ომალოს დამაკავშირებელ გზაზე – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ფშაველი- აბანო ომალოს დამაკავშირებელ გზაზე – გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
ავარიის შედეგად დაშავებულია ორი მგზავრი, რომლებიც ამ წუთებში, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა 27-ე კილომეტრზე მოხდა.
მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.