რეგიონი

მოწამვლის თემები ძალიან უცნაურად გახშირდა თუმცა ყველაზე დიდი საწამლავი არის სიტყვა ადამიანისა, რომელიც ბოროტებით არის აღვსილი

მოწამვლის თემები ძალიან უცნაურად გახშირდა და მე გეტყვით, რომ ყველაზე დიდი საწამლავი არის სიტყვა ადამიანისა, რომელიც ბოროტებით არის აღვსილი,-ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ხობში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხდა.

მეუფის თქმით, პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს ირგვლივ არსებულ ამბავს გამოძიება გამოიკვლევს.

,, მე დღესაც არ მჯერა იმ ამბავის, სანამ დადასტურებული არ იქნება კვალიფიციურად. იმიტომ, რომ ახლა ეს მოწამვლის თემები ძალიან უცნაურად გახშირდა და მე გეტყვით, რომ ყველაზე დიდი საწამლავი ჩემო ძვირფასებო არის სიტყვა ადამიანისა, რომელიც ბოროტებით არის აღვსილი და რომელიც ვერ აკონტროლებს თავის სიტყვას , მინდა ეს იცოდეთ, ყველანაირ დარიშხანზე, ყველანაირ ციანიდზე, ყველა უბედურებაზე თანამედროვე საწამლავებზე რომელთან ახლოც არ არის ეს რასაც ახლა თქვენ ამბობთ , მე თხოვნაცა მაქვს , ამას ვთხოვ ჩვენს მრევლს, სულიერ შვილებს, რომ ნუ მოვწამლავთ ერთმანეთს, ნუ მოვხსნით აღვირს ამ ენას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. მაგ საქმეს სჭირდება გამოძიება.

იმედი მაქვს, რომ თუ ამ დონეზეა ეს საკითხი და გამოძიება წარიმართება , გამოძიება გამოიკვლევს ამას,“- განაცხდა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა , კითხვაზე , ვის შეიძლება მეუფე შიო მოეწამლა, იქამდე პატრირაქიც მოწამლეს, მიტროპოლიტმა აღნიშნა ,, ვინც ამით იყო დაინტერესებული“.

,,ეს იქნებოდა ის , ვინც ამით იქნებოდა დაინტერესებული და მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ისეთი ვინმე, მაგრამ ზოგადად ვის აწყობს არეულობა საქართველოში და ვის აწყობს არეულობა საქართველოს ეკლესიაში , ეს მე ნამდვილად ვიცი , ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ინფორმაციულდ შექმნილი იყოს მეუფე შიოს ირგვლივ არსებული ამბავი , რათა დაძაბონ სიტუაცია, ან შორენა თეთრუაშვილი ჩამოაშორონ მეუფეს, მიტროპოლიტი გრიგოლი ასე პასუხობს: ,,საერთოდ უშნოდ არის ატეხილი ამბავი ამ თემის ირგვლივ , მე ესე მგონია“.

,,ჩემი მხრიდან სერიოზული არ არის ვისაუბროთ ვარაუდებზე , ჭორებზე და ფანტაზიებზე. საერთოდ უშნოდ არის ატეხილი ამბავი ამ თემის ირგვლივ , მე ესე მგოონია . ეს არ არის სასარგებლო ეკლესიისთვის, ზოგადად ეს თემა უკვე ზიანის მომნიჭებელია , არა თუ ვინმესთვის სარგებლის მომტანი, ეკლესიისთვის ზიანის მომტანი უფრო არის ზოგადად თემა, თუნდაც თითიდან გამოწოვილი იყოს და მითუმეტეს რა არის და როგორ არის, სერიოზული ადამიანები დაეყრდნობიან კვალიფიციურ გამოძიებას და ამის შემდეგ შეგვიძლია მოვისმინოთ ასეთი შეფასებები.,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button