მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

საკრებულოში მერის წარმომადგენლისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.

ოთარ აბესაძე ადვოკატმა გუშინ გვიან ღამით კიდევ ერთხელ მოინახულა. ირმა ჭკადუას თქმით, დაკავებული ისევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

“მას მიცემული აქვს დამამშვიდებელი წამლები, ვინაიდან ექიმი იყო მასთან და ახლაც მასთან არის. აქედან გამომდინარე, მასთან პრაქტიკულად დიალოგი შეუძლებელი იყო, ვინაიდან იმყოფება ძალიან აღელვებულ მდგომარეობაში,” – განაცხადა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

გამომძიებლებს ბრალის წარსადგენად დრო დღის პირველ საათამდე აქვთ. ამ დრომდე უცნობია, აღიარებს თუ არა ქრთამის აღებას ოთარ აბესაძე. გამოძიების ინფორმაციით, ის ძველ თბილისში სამშენებლო ნებართვის გაცემისთვის ბიზნესმენს 3 ათას დოლარს სძალავდა. ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button