მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა 3 თვეში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, რომლის ერთი თავი მთლიანად ეთმობა სამხედრო ტყვეებს.

კომისრის ოფისის მიერ მოპოვებული მონაცემებით, სამ თვეში, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსმა სამხედროებმა დახოცეს სულ მცირე 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე. საუბარია სიკვდილით დასჯის 12 ცალკეული შემთხვევის შესახებ როგორც გაეროს ოფისი აღნიშნავს, მოკლული უკრაინელი პატიმრების რიცხვი “საგრძნობლად მეტია, ვიდრე ნებისმიერ წინა პერიოდში”.

გაეროს ექსპერტებმა შეძლეს დამოუკიდებელი წყაროებით დაედასტურებინათ სულ ცოტა სამი შემთხვევა, როცა არაბრძოლისუნარიანი 7 უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს.

მათ მოხსენებაში ისინი აღწერენ პატიმრების მკვლელობის შემთხვევებს როცა მათ იარაღი დაყარეს..
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მისიის თანამშრომლებმა გამოკითხეს 60 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსული ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდნენ.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში აღწერილია კონკრეტული ფაქტები. მაგალითად, გაეროს ექსპერტები მოწმეებზე დაყრდნობით წერენ, რომ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რაბოტინოს რაიონში რუსმა სამხედრომ უკრაინელი ტყვე ჯერ ფეხში დაჭრა იმის გამო, რომ გასაგებად არ ლაპარაკობდა, შემდეგ კი ზურგში ორჯერ ესროლა და მოკლა. ანგარიშში აღწერილია რუსი სამხედროების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცების წამება, მათ შორის ელექტროშოკის გამოყენება, ჩამოხრჩობის იმიტაცია და სექსუალიზირებული ძალადობა.ზოგიერთ შემთხვევაში პატიმრებს აიძულებდნენ ემღერათ რუსეთის ეროვნული ჰიმნი, არ აძლევდნენ ძილის საშუალბას ან უკრძალავდნენ ტუალეტით სარგებლობას.

გაეროს ექსპერტები წერენ უკრაინაში ტყვედ მყოფი რუსი სამხედროების შესახებაც. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლები 44 რუს ტყვეს ესაუბრნენ. მათი დიდი ნაწილის თანახმად, უკრაინელები აწამებდნენ ან ცუდად ეპყრობოდნენ დატყვევებისთანავე, ან მუდმივი მოთავსების ადგილებში გადაყვანისას. რუს სამხედროებს არ უთქვამთ, რომ წამება გაგრძელდა მუდმივი მოთავსების ადგილებშიც.
გარდა ამისა, გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ ზამთრის სამ თვეში უკრაინაში სულ მცირე 429 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1375 კი დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button