მნიშვნელოვანისიახლეები

რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტი – პრემიერმა საკითხი კიდევ ერთხელ განმარტა

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მწვანე პასპორტების გაუქმების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თემა გარკვეული სპეკულირების საგნად იქცა:

ირაკლი ღარიბაშვილის ხმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დღეს კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის გავრცელების დროს “მწვანე პასპორტის” არსებობამ დაკარგა. მან მთავრობის სხდომიდან თქვა, რომ აცრის მიუხედავად ადამიანები ინფიცირდებიან.

“გარკვეული სპეკულირების საგანი გახდა, დაიწყეს არაარგუმენტირებული სპეკულირება, თუ რატომ გავაუქმებთ ე.წ. მწვანე პასპორტები. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილებაც და პრაქტიკაც – ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. და რატომ? – ძალიან მარტივია, აზრი დაკარგა აღნიშნული მწვანე ბარათების გამოყენებამ… “ომიკრონის” შემთხვევაში ძალიან ბევრ შემთხვევაში კი არა, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს – ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება ომიკრონი. მე ვარ აგერ მაგალითი, მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი “პფაიზერის” ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა “ომიკრონი”…

მიდგომა შეიცვალა იმიტომ, რომ აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, მწვანე ბარათის გამოყენებამ”, – თქვა პრემიერმა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე აცრა გაიკეთონ, რადგან “ბუსტერ” დოზას მაღალი დაცვა აქვს. მათივე თქმით, “ბუსტერ” დოზა უნდა გაკეთდეს მეორე აცრიდან სამი თვის თავზე. საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი “ბუსტერ” დოზით აცრილი არ არის, მან მეორე აცრა გასული წლის სექტემბერში გაიკეთა.

რაც შეეხება “ომიკრონით” ინფიცირებისგან დაცვას სრული ვაქცინაციის პირობებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ეს 86,9 %-ია.

“ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა 90.6 %, 94.1% დაცვა ინტენსიურში მოხვედრაზე და სიკვდილიანობაზე – 94,3%. ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში ეს დაცვა იზრდება 99%-მდე“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 458 093​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 577 ადამიანი.

„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მავნებლობას უწოდებს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „ომიკრონის” დროს ვაქცინა უმეტეს შემთხვევაში არ მუშაობს”.

როგორც სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერი საკუთარი განცხადებით ანტივაქსერებს ახალისებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰიპოთეტური მოსაზრებები არსებობს, თითქოს “ომიკრონის” ქვეშტამის გავრცელების სისწრაფე უფრო მაღალია, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია და ეპიდემიის მართვის კუთხით რეაგირების გეგმა არ იცვლება.

როგორც „ომიკრონის“ ქვეშტამებზე საუბრისას გაბუნიამ აღნიშნა, მის გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები იგივე რჩება – პირბადის ტარება და ვაქცინაცია.

ცნობისთვის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს”. როგორც მან აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება.

„ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი – მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button