მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შესაძლო ქიმიური თავდასხმა მარიუპოლზე

ოკუპანტები ტყვედ აყვანილ უკრაინელ სამხედროებს ხელებისა და თითების მოჭრით ემუქრებოდნენ

მარიუპოლში მოსახლეობას აფრთხილებენ თავშესაფრებში დარჩნენ. ადგილობრივი ხელისუფლება ელოდება, რომ ოკუპანტები “აზოვსტალის” წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ. ეს კი ერთადერთი გზაა ქარხნის გვირაბებიდან ქალაქის მცველები გამოიყვანონ.

“აზოვსტალში” 11 მაისს, ოკუპანტები ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ. მარიუპოლში ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ, არ გამოვიდნენ ქუჩებში. მათ სურთ ჩვენი გმირების გამოტყუება “აზოვსტალიდან”, რაც არ გამოსდით, ამიტომ ცდილობენ გამოიყენონ ისეთი საშიში იარაღი, როგორიცაა ქიმიური იარაღი. ამიტომ, მე მინდა მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას გაეროს, წითელ ჯვარს, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება მარიუპოლში,”- აცხადებს უკრაინელი დეპუტატი ალექსანდრე ლაშინი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ალექსანდრე მოტუზიანიკი კი აცხადებს, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში ინტეგრაციას:

“მარიუპოლის მიმართულებით მტერი აგრძელებს ჩვენი დანაყოფების ბლოკირებას “აზოვსტალის” რკინის ქარხანაში და ტერიტორიაზე ახორციელებს თავდასხმებს მძიმე არტილერიისა და ტანკების გამოყენებით. ამ დროისთვის მოსალოდნელი არ არის, რომ ადგილზე სარაკეტო თავდასხმები შეწყდება. მტერი აგრძელებს უკრაინის ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი უბნების განადგურებას სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო დარტყმებით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, მიკოლაივის, ოდესისა და ხარკოვის ოლქებში.

რუსეთის მთავრობა ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში ინტეგრაციას. გამარჯვების დღის ფარგლებში, საოკუპაციო ადმინისტრაციებმა გააძლიერეს კონტრდაზვერვის ზომები, გაზარდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკონტროლო პუნქტების რაოდენობა და გააძლიერეს პატრულირება, 10 მაისამდე დაწესებულია კომენდანტის საათი, იზღუდება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება,”- აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ალექსანდრე მოტუზიანიკი.

ამასთან რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი სისასტიკე რუსი ოკუპანტები ტყვედ აყვანილ უკრაინელ სამხედროებს ხელებისა და თითების მოჭრით ემუქრებოდნენ. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ გამოცემა Onet-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან გათავისუფლებულია.

„ჩვენთან ისინი საშინელ მდგომარეობაში ხვდებიან“, – განაცხადა დენისოვამ.

მისი თქმით, სამხდროების ნაწილი ტყვედ მარიუპოლში აიყვანეს და მათ „კადიროველები“ აწამებდნენ.

„მათ თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს წებოვანი ლენტით უხვევდნენ, ხელებს მაგიდაზე უბამდნენ და ბენზოხერხს რთავდნენ. ადამიანებს არ შეეძლოთ იმის გაგებაც კი რომელი თითისა თუ ხელის მოჭრას უპირებდნენ. მათ მხოლოდ ეს საშინელი ხმა ესმოდათ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ამის შემდეგ ტყვეები მიჰყავდათ ოკუპირებულ დონეცკში, სადაც ისინი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე ჰყავდათ.

მისივე განმარტებით, ორი ადამიანი საშინელ მდგომარეობაში იყო და მათ ტკივილგამაყუჩებელიც კი არ მისცეს.

„შემდეგ ეს ტყვეები გაჰყავდათ როსტოვში, კურსკში, ტაგანროგში, ბრიანსკში. ერთი თვის განმავლობაში მათ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები კითხავდნენ. 30 ადამიანზე 1,5 ლიტრი წყალი მოდიოდა დღე-ღამის განმავლობაში. მათ გამუდმებით ამცირებდნენ, არ გაჰყავდათ ტუალეტში“, – განაცხადა დენისოვამ.

სახალხო დამცველის თქმით, ადამიანები საჭიროებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, აქვთ ბევრნაირი აშლილობა და ტყვეობის შემდეგ მკურნალობას გადიან.

დენისოვამ წამების კიდევ ერთ ხერხზე ისაუბრა, როდესაც ტყვეების ჩექმებს წყლით ავსებდნენ, სამხედროებს კვლავ ფეხზე აცმევდნენ და ყინვაში რამდენიმე დღით გარეთ ტოვებდნენ, რათა მათ კიდურები მოჰყინოდათ.

ომბუდსმენის თქმით, ამცირებდნენ ქალ სამხედროებსაც, რომლებიც მათ ტყვედ აიყვანეს.

„მათ თავი გადაპარსეს და აშიშვლებდნენ მამაკაცების თანდასწრებით“, – განაცხადა დენისოვამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button