მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ბარბარე ჯორჯაძის სახელობის პრემია, ქალთა უფლებადამცველმა იურისტმა მიიღო

კახეთში ბარბარე ჯორჯაძის სახელობის პრემია, ქალთა უფლებადამცველმა იურისტმა მიიღო.

კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა, ბარბარე ჯორჯაძის სახელობის 2022 წლის პრემია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კახეთის ოფისის ხელმძღვანელს, მარეხ მგალობლიშვილს გადასცა.

მარეხ მგალობლიშვილი, 13 წელზე მეტია, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საქმიანობს. ის სამოქალაქო სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა ადვოკატიც არის და და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხითაც მუშაობს.

“მეთვრამეტე წელია, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვმუშაობ. მანამდე მე არ მქონდა შეხება ქალთა საკითხებთან. როდესაც დავიწყე მუშაობა ამ სამსახურში, მაშინ დავიწყე აქტიურობა ამ მიმართულებითაც. ქალები მოწყვლად ჯგუფად არ გვყავდა მოაზრებული და არც საზოგადოებაში არ იყო საუბარი ამაზე. აღსანიშნავია, რომ მაშინ დახურული იყო ეს თემა, ოჯახური დავებზე არავინ ლაპარაკობდა, არც ძალადობაზე, არც რეგულაციები არ იყო, არც პოლიცია ერეოდა აქტიურად. არ იყო მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა.ც ამ კუთხით არსებული სიტუაცია ნელა, თუმცა საგრძნობლად შეიცვალა”- ამბობს მგალობლიშვილი.

პრემია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა 2021 წელს დააფუძნა და მისი მიზანი, რეგიონში მომუშავე ქალთა უფლებადამცველების წახალისებაა.

ბარბარე ერისთავი- ჯორჯაძე პირველი ქართველი ფემინისტი ქალი იყო. ის აქტიურად საუბრობდა ქალთა უფლებების დაცვასა და გენდერულ თანასწორობაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button