მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის მედია – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, შესაძლოა, შეთანხმება შედგეს

ისრაელი მზადაა, ღაზის სექტორში, 40 მძევლის სანაცვლოდ, პატიმრობაში მყოფი 700-მდე პირი გაათავისუფლოს – თელ-ავივს წინადადება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა დოჰაში შესთავაზა, სადაც “ჰამასი” და ისრაელი შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მედიის ინფორმაციით, იმ 700-ს პატიმარს შორის, რომლის გაცვლასაც ისრაელი განიხილავს, 100-ს ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. როგორი იქნება ვაშინგტონის შეთავაზებაზე “ჰამასის პასუხი?” – გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში ცნობილი უნდა გახდეს.
მედიის ცნობით, ისრაელელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ დოჰაში ჩატარებულ მოლაპარაკებებში და რამდენიმეთვიანი დისკუსიების შემდეგ, შესაძლოა, შეთანხმება შედგეს.
„ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმების შანსები 50/50-ზეა“, – განუცხადა timesofisrael-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.
იქამდე, ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. სექტორის სამხრეთით ალ-ამალისა და ნასერის საავადმყოფოები ისრაელის ძალებს ალყაში ჰყავთ მოქცეული. ანალოგიური ვითარებაა ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსში.
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ღაზას ახლა ჰუმანიტარული დახმარების დიდი რაოდენობით მიწოდება სჭირდება.

იორდანიაში ვიზიტისას იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაერო-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ანკლავში შესასვლელად მეტი პუნქტი უნდა გაიხსნას.

„ახლა აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების მასობრივი მიწოდება და ეს ნიშნავს მეტი შესასვლელი პუნქტის გახსნას, ეს ნიშნავს ყველა ორგანიზაციის ძალისხმევის კონცენტრაციას ისრაელის მხრიდან შეზღუდვების გარეშე“, – აღნიშნა გუტერეშმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button