მნიშვნელოვანისაქართველო

ზაზა სარალიძემ ეკა ბესელიას აცილებას მოითხოვა

ზაზა სარალიძე დროებითი საპარლამენტო კომისიიდან, რომელმაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, კომისიის ერთ-ერთი წევრის ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს.
სარალიძის თქმით, თუ კომისიის შემადგენლობაში ეკა ბესელია იქნება, ის კომისიასთან არ ითანამშრომლებს.

სარალიძე კომისიის წევრებთან შესახვედრად საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. მან კომისიის წევრებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომელიც საქმის მასალების გაყალბებას ეხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button