კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ გურჯაანში მცხოვრები 71 წლის ალექსანდრე ზარდიაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა გამოიყენა.

ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.

ზარდიაშვილის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, პატიმრობას არ დაეთანხმა, თუმცა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება არ მოუთხოვია.

” ბრალდება პატიმრობას ითხოვდა. ჩვენ პატიმრობას არ დავეთანხმეთ, თუმცა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება არ მოგვითხოვია, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მარტოხელა, ხანდაზმული ადამიანია და  გირაოს გადახდის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს”- განაცხადა ადვოკატმა, გია ფარადაშვილმა.

დაპატიმრებული ზარდიაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დღესვე გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ გურჯაანში, 20 ოქტომბერს მოხდა.

ალექსანდრე ზარდიაშვილმა,  საკუთარი ნათესავები  და მეზობლები, გურამ და მერი ზარდიაშვილები, სანადირო თვიდან გასროლით დახოცა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button