“პრეზიდენტი გიგი უგულავას არ შეიწყალებს”

პრეზიდენტი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალებას არ აპირებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

“ამ კითხვას პრეზიდენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ უკვე გასცა პასუხი, როდესაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა მას მიმართა შესაბამისი წერილით. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა პრეზიდენტის პოზიციაში. შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს სამართალწარმოებას და არანაირად არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს ჩააყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში”,- განაცხადა მიშველაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button