მსოფლიოსიახლეებისპორტი

რონალდოს 18-მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა

პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდომ დანაშაული აღიარა. თავდამსხმელი “მადრიდის რეალში“ ყოფნის პერიოდში გადასახადებისგან თავის არიდების გამო 18.8 მილიონი ევროთი დაჯარიმდა.

სასამართლომ პორტუგალიელ თავდამსხმელს 23-თვიანი პატიმრობაც მიუსაჯა. მაგრამ ესპანეთის კანონმდებლობა დანაშაულის პირველად ჩადენისას, 2-წლამდე სასჯელის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, რონალდოს არ დააპატიმრებენ.

მადრიდის სასამართლოში კრიშტიანო რონალდო თავის მეგობარ ჯეორჯინა მარტინესთან ერთად მივიდა. ფეხბურთელმა სასამართლო სხდომაზე ვიდეოჩართვა ან შენობაში მანქანით შესვლა მოითხოვა, რათა მედიის წინ გამოჩენისგან თავი აერიდებინა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

რონალდოს ესპანეთის პროკურატურამ გადასახადების გადაუხდელობის გამო ბრალი 2017 წელს წაუყენა. გამოძიების მიხედვით, ფეხუბრთელმა “მადრიდის რეალში“ თამაშის დროს, 2010-14 წლებში, რამდენიმე საგადასახადო დანაშაული ჩაიდინა, რამაც სახელმწიფო 14.7 მილიონი ევროთი დააზარალა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, რონალდოს 13 მილიონ ევროზე მეტი ჯარიმა უკვე გადახდილი აქვს. ესპანეთის სასამართლო საგადასახადო დანაშაულზე „მადრიდის რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის, ჩაბი ალონსოს საქმესაც განიხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button