ევროვიზიის გამარჯვებული შვედეთი გახდა

მუსიკალური კონკურსის ევროვიზია 2015 გამარჯვებული  შვედეთი და მისი წარმომადგენელი Mans Zelmerlöw-ი  გახდა.

პირველ სამეულში შვედეთი, რუსეთი და იტალია გავიდნენ.

დღეს 23 მაისს, ევროვიზიის საიუბილეო, მე-60 კონკურსის ფინალი ვენის “სთეით ჰოლში”  საქართველოს დროით 23:00 საათიდან მიმდინარეობდა.

ფინალში სულ 27 ქვეყნის წარმომადგენელი ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოდან ნინა სუბლატი, რომელიც 19 მაისს გამართული ნახევარფინალის ერთ-ერთი გამარჯვებული კონკურსის 16-ი მონაწილიდან გახდა.

სამწუხაროდ, ქარვთელი შემსრულებელი ნინა სუბლატი ვერ მოხვდა ათეულში.

საქართველოდან პირველი პირდაპირი სატელევიზიო  ჩართვა ევროვიზიის კონკურსზე ხარვეზით განხორციელდა და წამყვანმა ვერ მოასწრო ქულების დასახელება, თუმცა მოგვიანებით კონკურსის ბოლო ჩართვა საქართველოს წარმომადგენლით დასრულდა, ჩვენს ქვეყანაში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: იტალია – 8 ქულა, აზერბაიჯანი-10 ქულა და სომხეთი-12 ქულა.

 

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”7372″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1432491866954″]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button