თელავში შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა – წინასწარი ინფორმაცია

ინციდენტი თელავში. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, შვილმა მამა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. 22 წლის ახალგაზრდას პოლიცია ეძებს.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ღამით მოხდა. დაჭრას წინ კონფლიქტი უძღოდა. ორივე მათგანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ოჯახის წევრების თქმით, მამა-შვილი ხშირად ჩხუბობდნენ და მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button