მნიშვნელოვანისიახლეები
აშშ-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, აშშ-მა დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოს თავდაცვის ძალებს, მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა.
საელჩოს ცნობით, აღჭურვილობა 11.5 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და თავდაცვის ძალებს შესაძლებლობების გასაძლიერებლად გადასცეს.
„დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.