მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ფრანგული AMX-10 RC ჯავშანმანქანები უკრაინაში ჩავიდა

დასავლეთი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას განიხილავს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა. ინფორმაციას დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ი ავრცელებს.

პოლონეთის მიერ კიევისთვის მიგ-29 გამანადგურებლების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები ახლა უკრაინისთვის თანამედროვე გამანადგურებლების გადაცემას შესაძლებლობას განიხილავენ.

“გამანადგურებლები უკვე დიდი ხანია არის უკრაინის მხრიდან თხოვნა, და ესაა, რასაც მოკავშირე ქვეყნების წრეში განვიხილავთ. ამიტომ კი, ეს არის ის, რასაც ჩვენ მოკავშირეებთან განვიხილავთ და ეს არის ის, რაც, როგორც მე ვიცი, მოკავშირეების ჯგუფში განიხილება”, – აღნიშნა ფრედერიკსენმა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ დანია ასევე განიხილავს უკრაინისთვის საკუთარი თვითმფრინავების გადაცემას.

“კი, რამდენიმე სხვადასხვა ასპექტს განვიხილავთ და ამ საკითხში ძალიან, ძალიან მჭიდრო დიალოგში ვიმყოფებით ჩვენს მოკავშირეებთან”, – განაცხადა ფრედერიკსენმა.

ცნობისთვის, დანიის საჰაერო ძალები ახლა F-16 გამანადგურებლებს იყენებენ, მაგრამ უკვე 2023 წლის შემოდგომიდან იგეგმება მათი უფრო თანამედროვე F-35-ებით ჩანაცვლება.

ამასთან დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას უკრაინის დახმარების ფონდის შექმნის შესახებ დაახლოებით 7 მლრდ დანიური კრონის [რედ.1 მილიარდ დოლარზე მეტი] ოდენობით – ინფორმაციას უკრაინის პარლამენტი, “რადა” ავრცელებს.

“მადლობას ვუხდით დანიის პარლამენტს და მთავრობას ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, ერთიანობისა და პასუხისმგებლობისთვის! ეს არის უკრაინელი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარების გამოვლინება მათი თავისუფლებისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში” – ამბობს ოლენა კონდრატიუკი, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე.

2023 წლისთვის უკრაინის დახმარების ფონდი ითვალისწინებს:

5,4 მილიარდი დანიური კრონი სამხედრო მხარდაჭერისთვის. სასწავლო მისიების განხორციელება, იარაღის და სხვა სამხედრო ტექნიკის გადატანა.
1,2 მილიარდი დანიური კრონი ჰუმანიტარული დახმარებისთვის და უკრაინის რეკონსტრუქციისთვის.
0,4 მილიარდი დანიური კრონი დანიური ბიზნეს ინიციატივების მხარდასაჭერად, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის აღდგენას.
“ამ შეთანხმებით, ჩვენ გამოვყოფთ 7 მილიარდზე მეტ დანიურ კრონს უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის. მოხარული ვარ, რომ დანიის პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა იღებს პასუხისმგებლობას და აჩვენებს, რომ დანია უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა დანიის ფინანსთა მინისტრმა ნიკოლაი ვამენმა.

ფრანგული AMX-10 RC ჯავშანმანქანები უკრაინაში ჩავიდა, ზოგიერთი უკვე წინა ხაზზე გაიგზავნა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა.

ლეკორნუმ არ დააკონკრეტა გადაცემული ჯავშანმანქანების რაოდენობა.

მისი თქმით, AMC-10 RC ჯავშანმანქანების გადაცემის შესახებ განცხადების გაკეთებიდან გადაცემამდე პროცესი ორი თვე გაგრძელდა, ვიდრე უკრაინული ეკიპაჟების მომზადება და შემდეგ გადაცემა მოხდებოდა.

“ვეძებ გზებს თუ როგორ შეიძლება მოხდეს გადაცემის მეორე ტალღა. რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის რამდენიმე გადაწყვეტილებას ვამზადებ, ვინაიდან, ეს [ჯავშანმანქანები] უკვე ძალიან ადგებათ უკრაინელ პარტნიორებს”, – აღნიშნა ლეკორნუმ.

უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდება “სერიოზული დახმარება” იქნება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან ფრონტზე სერიოზული ცვლილებები მოახდინოს, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იური იგნატმა.

“დიახ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული დახმარებაა. ეს არის ჩვენი ტაქტიკური ავიაციის შესაძლებლობების ზრდა. მაგრამ იმისათვის, რომ ჰაერში უპირატესობა მოვიპოვოთ, რომ სახმელეთო სამიზნეებზე იერიშები განვახორციელოთ, ამისთვის მრავალფუნქციური თანამედროვე თვითმფრინავები გვესაჭიროება”, – განაცხადა იგნატმა ნაციონალური ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, საბჭოთა წარმოების მიგ-29 გამანადგურებლებს, რომლებსაც უკრაინა, სავარაუდოდ, პოლონეთისგან და სლოვაკეთისგან მიიღებს, „გარკვეული მოდერნიზაცია“ დასჭირდება.თავდაპირველად პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მოგვიანებით კი სლოვაკეთის მთავრობამაც განაცხადეს, რომ მზად არიან გადასცენ უკრაინას საბჭოთა წარმოების მიგ-29 ტიპის გამანადგურებლები.

ვარშავამ და ბრატისლავამ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ ნატოს სხვა წევრ ქვეყნებსაც მოუწოდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების პრესმდივანი, იური იგნატი, 5 მარტს კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით, უკრაინას მიეწოდოს თანამედროვე დასავლური საბრძოლო თვითმფრინავები, უწინარესად აშშ-ის წარმოების F-16, რუსეთის მხრიდან შორი რადიუსის რაკეტებით და ბომბებით გაძლიერებული თავდასხმების ფონზე.F-16 – იგივე მებრძოლი შევარდენი (Fighting Falcon) – მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავია, რომელიც ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შეიქმნა აშშ-ში, ბელგიის, დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის თანამონაწილეობით.
მაღალმანევრირებადი გამანადგურებელი ხმის სიჩქარეზე ორჯერ უფრო სწრაფია. ის ფრთების ქვეშ ექვს რაკეტას იტევს.
F-16 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამხედრო თვითმფრინავი გახდა. აშშ-ს საჰაერო ძალები მას ერაყსა და ავღანეთში იყენებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button