მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველოში 47-მდე გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი პაციენტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

საქართველო დღეიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს.

თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.

მსგავსი პოსტები

Back to top button