მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი, სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ჩავიდა.

“სამუშაო ვიზიტი მიკოლაევის რეგიონში. რეგიონი გმირულად უძლებს ტერორისტების ყველა თავდასხმას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გავმართე რეგიონში არსებულ ვითარებაზე”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, „რეგიონი გმირულად უძლებს ყველა ტერორისტულ თავდასხმას“.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეხვედრა რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა, სადაც სამხრეთ უკრაინაში არსებული ვითარება და რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგები განიხილეს.

“ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, ასევე მისი დაცვის საშუალებები და აღდგენის ტემპი. განვიხილეთ მიკოლაევის რეგიონში საგანმანათლებლო ობიექტების რეკონსტრუქციის, რეგიონის ეკონომიკის გრძელვადიანი აღდგენისა და ახალი სამუშაო ადგილების საკითხი”, – დასძინა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მან განიხილა ოპერაციული სიტუაცია სამხრეთ უკრაინაში, ასევე ოკუპანტების მიერ სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგები. ასევე განხილული იყო რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მისი დაცვის საშუალებები და აღდგენის ტემპი.

უკრაინის ცნობით, გარდა ამისა, საუბარი იყო მიკოლაევის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების აღდგენაზე, რეგიონის ეკონომიკის გრძელვადიან აღდგენასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

მოგვიანებით, ზელენსკიმ თქვა, რომ მიკოლაევის რეგიონში დანიის პრემიერმინისტრს, მეტე ფრედერიკსენს შეხვდა.

“დანიის პრემიერმინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად, მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი დამცველები მოვინახულე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც გაიარონ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ორშაბათს განაცხადეს, რომ დანია მიკოლაევის რეკონსტრუქციაზე იზრუნებს, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად ძლიერად დაზიანდა.

“დანია იყო ჩვენი ერთ-ერთი პირველი პარტნიორი, რომელმაც მიიღო ჩვენი წინადადება, რომ იზრუნებდა უკრაინის რესტავრაციაზე, მათ შორის ქალაქ მიკოლაევის აღდგენაზე. მადლობელი ვარ, რომ შექმნა სპეციალური ფონდი ჩვენი სახელმწიფოს დასახმარებლად” – თქვა ზელენსკიმ.
დანიის პრემიერის თქმით, ქვეყანა ჩაერთვება “უკრაინის, განსაკუთრებით მამაცი, გმირული ქალაქის ნიკოლაევის რეკონსტრუქციაში”.
ცნობისთვის, დანიამ იანვარში გამოაცხადა, რომ უკრაინას ფრანგული წარმოების 19 თვითმავალ
ჰაუბიცს “კეისარს” გადასცემს.

უკრაინული მედიის ცნობით, 30 იანვარს ღამით, რუსეთის ძალებმა მიკოლაივის რეგიონის ოჩაკოვის თემში დასახლებულ პუნქტზე საარტილერიო დარტყმები განახორციელეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button