მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლე დაახლოებთ ნახევარი საათის განმავლობაში იყო გასული სათათბირო ოთახში. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ტაში მოყვა.

მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ორი დღის წინ გამოუტანეს.

პროკურატურა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებას ითხოვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button