მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბიზნესსექტორი რეგულაციების შემსუბუქების მოლოდინშია

მთავრობა ბიზნესექტორთან შეგხვედრას გეგმავს, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება შემსუბუქდება თუ არა 24 დეკემბერს რეგულაციები. მთავრობა ითხოვს გარანტიებს, რომ სავაჭრო ობიექტებთან არ იქნება მომხმარებელთა რიგები და უკონტროლო სიტუაცია.

ვაჭრობის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზად არიან მთავრობის ყველა მოთხოვნა და რეგულაცია დაიცვან.

“ჩვენ ველოდებით, რომ შეპირებისამებრ, 24-ში უნდა გავიხსნათ. აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფლებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც რეგულაციების თვალსაზრისით იყო განსაზღვრული ჩვენს სფეროში. გვაინტერესებს, კიდევ, თუ არის რამე დამატებით, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. დაშვებულ რაოდენობაზე მეტს არ შემოვუშვებთ მაღაზიაში. რეგულაციებით განსაზღვრულია, კვადრატულ მეტრზე რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს. ყველას მოვუწოდებ, დილით ადრევე წამოვიდნენ, რომ არ მოხდეს მათი რიგებში დაყოვნება,”- განაცხადა “რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა, რევაზ მაღალაშვილმა

შეხვედრა ეკონომიკის მინისტრსა და ვაჭრობის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დღეს არის დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button