მნიშვნელოვანირეგიონი

მოხუცის მკვლელობის საქმეზე მამაკაცი დააკავეს

სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე,  განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, საკუთარ სახლში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე. მარტოხელა  85 წლის მოხუცის გვამი მეზობლებმა იპოვეს. როგორც ისინი ამბობენ,  “მანამდე მამაკაცი ორი დღის განმავლობაში სოფელში არ გამოჩენილა”.

ადგილობრივების მონათხრობით, “მოხუცს საქონელი ჰყავდა და თავადვე მწყესავდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ საქონელი სრულად გაყიდა  და მესაქონლეობას აღარ აპირებდა”.

გარდაცვლილის თანასოფლლები ვარაუდოებენ, რომ “მოხუცი  საქონლის გაყიდვიდან აღებული ფულის გამო ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს”. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით,  ცხედარს  დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

როგორც შს სამინისტროს პრესაამსახურში განაცხადეს, “კასრისწყალში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ 1955 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა”.  დაკავებული ადგილობრივია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button