მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ეს იყო სპეცოპერაცია ფულის ტომრებით

ეს იყო სპეცოპერაცია ფულის ტომრებით- ასე შეაფასეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტური თელავში.

შეფასება თელავის მე- 17- ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო, შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნებას მოჰყვა.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი შანყულაშვილი განმარტავს, რომ ოქმს განსხვავებული აზრი დაურთო.

” ეს იყო სპეცოპერაცია ფულის ტომრებით. ჩვენ არ ვეთანხმებით შედეგებს, ამიტომ დავურთეთ ოქმს განსხვავებული აზრი. ყველამ იცის, როგორ და რა გზებით მიიღეს ეს შედეგი, რომელიც თითქოს დადგა”- განაცხადა შანყულაშვილმა.

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის განმარტებით, ყველა წევრს აქვს უფლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს.

” არჩევნები მიდიოდა მშვიდად და ორგანიზაციულად გამართულად. ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს აზრი შემაჯამებელ ოქმზე და გასაჩივრებისათვის დადგენილია ორდღიანი ვადა”- განაცხადა გაიპარაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 11 დღის შემდეგ, არჩეულ მერს შეუძლია უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგეს.

შეგახსენებთ, თელავის მერის არჩევნების მეორე ტურში, ქართული ოცნების მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი დაამარცხა

მსგავსი პოსტები

Back to top button