დასახელდა 2016 წლის ყველაზე პოპულარული სმარტფონი [Video]

ნალიტიკური კომპანია Counterpoint Market Technology-ის გამოკვლევებზე დაყრდნობით, 2016 წლის ყველაზე პოპულარული სმარტფონი დასახელდა. რეიტინგის ლიდერი iPhone 7 გახდა. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

Apple-ის სმარტფონი 2016 წლის ყველაზე გაყიდვად ტელეფონად დასახელდა და იგი აბსოლუტურ ბესტსელერად აღიარეს.

მეორე ადგილი დაიკავა “ვაშლის” კორეულმა კონკურენტმა – Samsung Galaxy S7 edge-მ.

რეიტინგის თანახმად, მესამე ადგილზე ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონების ფლაგმანი – HTC 10 გავიდა, რომლის გაყიდვა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ასევე ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების სიაში შევიდნენ: Huawei P8 lite, Lenovo Vibe X3, Meizu M3 Note, OnePlus 3, LG G5 და Asus Zenfone 3.

მსგავსი პოსტები

Back to top button