მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გამკაცრებული საგანგებო რეგულაციები

საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება. პარლამენტმა სამი მოსმენით სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარევათა კოდექსში ახალი ნორმები შეიტანა.

როგორც საპარლამენტო უმრალესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ფიზიკური პირი პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს, პირველ შემთხვევაში ამისთვის 3000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 15 000 ლარია.

„359 პრიმა მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სახდელ დადებული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით საგანგებო და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთვევაში ამისთვის ის ისჯება 3000 ლარიანი ჯარიმით და იურიდიული პირის შემთხვევაში, ეს არის 15 000 ლარი. ამის შესახებ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ამის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კონკრეტული პირი დაისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს ზომები და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა და ერთი ახლი მუხლის დამატება საჭირო გახდა იმისთვის, რომ არ იყო განჭვრეტადი ადმინისტრაციული ჯარიმის დადგენის დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული, პირველად შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსში. ასევე არის იქ მითითება, რომ პრეზიდენტის დეკრეტით თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღესვე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებების კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც დასჯადი იქნება. კანონი გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ამოქმედდება.

ამ დრომდე მოქალაქეები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჯარიმდებოდნენ, ახლა კი, შესაბამისი საკანონმდებლო დოკუმენტებიც არსებობს.

ამ რეგულაციის მიხედვით, კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის მოქალაქე თავდაპირველად 2 000 ლარით, განმეორებით კი, შინაპატიმრობით (6 თვიდან 2 წლამდე) ან პატიმრობით (3 წლამდე) დაისჯება. რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, ისინი ჯერ 10 ათასი ლარით დასანქცირდებიან, შემდეგ ჯერზე კი, ან განმეორებითი ჯარიმით ანდა საქმიანობის შეჩერებით.

საქართველოში ამ დრომდე კარანტინის წესების დარღვევა მხოლოდ პრეზიდენტის დეკრეტით ისჯებოდა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს, 21 მარტს გამოიცა და 22 მაისამდე იმოქმედებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button