მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთს საფრთხეს უქმნის

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება წარმოქმნის საფრთხეს რუსეთისთვის, რაც მოითხოვს მკაფიო და მტკიცე რეაგირებას.

კრემლში მიიჩნევენ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას უარყოფითი შედეგი ექნება ევროპის უსაფრთხოებაზეც.

“უკრაინა, როგორც NATO-ს წევრი, გახდება საფრთხე რუსეთისთვის, რაც მოითხოვს მკაფიო და მტკიცე რეაგირებას”, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის განცხადებით, კიევის რეჟიმი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს NATO-ს ქვეყნებზე, რათა ალიანსის წევრებმა გამოიჩინონ სოლიდარობა.

დღეს, 10 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ.

“ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მეტი სიცხადე იყოს”, – წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

MAP-ის გარეშე გაწევრიანება ძალიან პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება ძალიან ნათელი გზავნილი, რომ რეალურად შესაძლებელია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, როცა პირობები ამას შესაძლებელს გახდის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სპეციფიკური გზავნილი სჭირდება.
„უკრაინას დღეს ძალიან სჭირდება სპეციფიკური გზავნილი, რომ, როცა პირობები ამას შესაძლებელს გახდის, ქვეყანა არა ფურცელზე, არამედ რეალურად გახდება ნატო-ს წევრი. არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინის არმია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი არმიაა, რადგან მათ გამოცდილება მიიღეს რეალურ პირობებში და ბრძოლა სახელმძღვანელოებიდან არ უსწავლიათ. ეს არის ერი, არმია, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ არა მხოლოდ აღფრთოვანებული უნდა ვიყოთ მათი ბრძოლით, არა მხოლოდ მხარი დავუჭიროთ, არამედ ავამაღლოთ მათი საბრძოლო სულისკვეთება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს რეალური ალგორითმი, როგორ მიუახლოვდება ნატო-ს წევრობას. ამ თვალსაზრისით, რეფორმების შეფასება, ამ გზაზე პროგრესის მუდმივი შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ნამდვილად სერიოზულად ვუყურებთ უკრაინის გაწევრიანების პროცესს და გვჯერა, რომ ეს პროცესი დროში არ უნდა იყოს გაწელილი“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გადაცემის ეტაპი გაუქმდეს.

უკრაინა იძულებული იქნება, „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევას, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სტეფანიშინამ განმარტა, რომ ვილნიუსში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილები გამოიწვევს უამრავ პროცესს, მათ შორის სტრატეგიულ დაგეგმვასთან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ტრანსფორმაციასთან, ასევე მოკავშირეებთან ურთიერთობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.
„უკრაინა ნატო-ში არ არის მხოლოდ უსაფრთხოების გარანტია, არამედ ეს არის ყველა ლიდერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონის დაქვეითება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, დახმარებოდა უკრაინას ომის დროს“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.
ამასთან, ოლგა სტეფანიშინამ გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების მოწვევას.
ვიცე-პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, დაესწრება თუ არა სამიტს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები დისკუსიების შედეგად შეთანხმდნენ, უკრაინის შემთხვევაში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გადაცემის ეტაპი გაუქმდეს.
„ინტენსიური განხილვების შედეგად, ნატო-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმის გაუქმების შესახებ“, – წერს კულება „ტვიტერში“.
როგორც მინისტრი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება უკრაინის ნატო-სკენ გზას შეამოკლებს. „ეს კარგი მომენტია იმისათვის, რომ სიცხადე შევიტანოთ ალიანსში უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
ცოტა ხნით ადრე ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში ახლავე გაწევრიანებას ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ყველა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა ემხრობა.
ნატოში შესვლის მსურველმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ წევრობის სამოქმედო გეგმა(MAP), რათა დააკმაყოფილონ ალიანსის სტანდარტები. ამ პროცესს შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. ამჟამად MAP-ი აქვს მხოლოდ ბოსნია და ჰერცეგოვინას.

11-12 ივლისს ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები ვილნიუსის სამიტზე განიხილავენ უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხებს და უსაფრთხოების გარანტიებს. კიევმა ნატოელ მოკავშირეებს არაერთხელ მოუწოდა, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ალიანსში ოფიციალურად მიიწვიონ, რაც, წინასწარი ინფორმაციით, მოსალოდნელი არ არის.
ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც განხილივის თემა იქნება უკრაინის ალიანსში შესვლის საკითხი.

მსგავსი პოსტები

Back to top button