კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ტრაგედია გორში

ტრაგედია გორის რაიონში. 16 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც „პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, გარდაცვლილი გოგო ხეივანზე ჩამომხვრჩვალი ძმამ დილით ნახა.

„გოგონა საკუთარ სახლში დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს. ყველა შეძრული ვართ ფაქტით”. – აღნიშნა მერის წარმომადგენელმა ახალშენში დავით ცერცვაძემ.

სკოლის დირექტორის, გოდერძი ნასყიდაშვილის თქმით, გარდაცვლილი ძალიან მშვიდი გოგონა იყო.

„დილით გავიგე ეს ამბავი. როგორც ვიცი, დილის 6 საათზე ნახა ძმამ ხეივანზე ჩამომხვრჩვალი. ძალიან კარგი გოგონა იყო, მშვიდი, გაწონასწორებული. რა მოხდა, არ ვიცით. პოლიცია მისულა ოჯახში და გოგონას პირადი კომპიუტერი და ტელეფონი წაიღეს ექსპერტიზაზე. სხვა დეტალები არ ვიცი”. – განაცხადა სკოლის დირექტორმა გოდერძი ნასყიდაშვილმა.

შს-ს გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button