მნიშვნელოვანირეგიონი

ბაკურციხე- წნორის მიმართულებით დაწყებული ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები კუთვნილი ხელფასს ითხოვენ

ბაკურციხე- წნორის მიმართულებით დაწყებული ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები კუთვნილი ხელფასს ითხოვენ.

40-ზე მეტმა მუშამ და სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საპროტესტო აქციაზე ჩაატარა, სადაც მშენბელი კომპანიისგან ათი ათასობით დაგროვილი დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა.

დასაქმებულები ამბობენ, რომ 3 თვეზე მეტია კომპანია მათ ხელფასს არ უხდის.

” თითოეული ადამიანის რამის უკვე ხუთი ათასი ლარი ვალი აქვთ. მოდიან, პასუხს არ გვაძლევენ. არ ვიცით სად მიდის ეს ფული, ვინ ვის გადაურიცხა და სად გაქრა. ჩაერთოს მთავრობა, რომ ეს ფული მოგვცენ. ჩვენს უკან ოჯახებია და კრედიტები, რითიც ეს მანქანები გვაქვს ნაყიდი”-თქვა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

წნორის შემოვლით გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „China Road and Bridge Corporation“ აშენებს.

კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია, მოკლე კომენტარი დავალიანების შესახებ, ერთ- ერთმა ქართველმა.წარმომადგენელმა გააკეთა. მისი განმარტებით, ხელფასები ხვალ უნდა გაიცეს.

ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა 2022 წელს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს ახალი შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც სატრანსპორტო მოძრაობისგან განტვირთავს 6 მჭიდროდ დასახლებულ პუნქტს.

მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button