ნიუ-იორკში ტრამპის საწინააღმდეგო მიტინგი ჩატარდა [Photo/Video]

ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად დღეს დაიკავებს, – იუწყება The New York Times.

დემონსტრაცია Trump Tower-ის შენობის მახლობლად, ცენტრაკური პარკისა და მეხუთე ავენიუს გადაკვეთაზე ჩატარდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მიტინგზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ, ასევე მსახიობებმა – რობერტ დე ნირომ, ალეკ ბოლდუინმა, ჯულიანა მურმა, მომღერალმა შერიმ და რეჟისორმა მაიკლ მურმა.

 

[print_gllr id=51573]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button