ქალმა £ 20,000 დახარჯა, რათა საკუთარ კერპს დამსგავსებოდა [Photo/Video]

31 წლის ბრიტანელმა, ქეროლინ ანდერსონმა ბოლო 16 წლის მანძილზე 9 პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, რათა საკუთარ კერპს, მსახიობსა და მოდელს – პამელა ანდერსონს დამსგავსებოდა, – გვაცნობებს The Daily Mail.

აგრეთვე ცნობილია, რომ ქეროლინი ექვს თვეში ერთხელ ბოტოქსის ინექციებს იკეთებს და ხშირად სოლარიუმებსაც სტუმრობს, რათა პამელა ანდერსონს კანის ფერითაც დაემსგავსოს.

ამასწინათ ქეროლინს სოლარიუმის გამოსხივების გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ექმიმები იძულებულნი გახდნენ, რომ მისთვის ცალი მკერდიდან იმპლანტი ამოეღოთ, ვინაიდან ქალს მკერდის ანთება დაეწყო. თუმცა ამ სირთულეებს ის არ შეუფერხებია.

“ერთი ადამიანით შეპყრობილობა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაფერს მოვიმოქმედებ იმისთვის, რომ პამელას დავემსგავსო”, – განაცხადა ქეროლინმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქეროლინ ანდერსონი მოდელად მუშაობს და მთელი მისი შემოსავალი პლასტიკურ ოპერაციებს ხმარდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32753″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button