რუსეთმა ხარკოვს “შაჰიდის” ტიპის დრონებით დაარტყეს

უკრაინული მხარის ცნობით, 4 აპრილის ღამეს, რუსეთმა ხარკოვს “შაჰიდის” ტიპის დრონებით დაარტყეს. მასიური თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 მაშველი, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ქალი, დაშავდა 12 ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე სახლი, მათ შორის 14-სართულიანი კორპუსი. მაშველები ერთ-ერთ მისამართზე მოსახლეობის დასახმარებლად იყვნენ მისულები, რა დროსაც დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი საავადმყოფოში. დაზიანდა სამაშველო სამსახურის ტექნიკა და ერთი მაშველი დაშავდა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე მორიგი იერიში გასულ ღამით მიიტანეს.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას რამდენიმე ადგილზე ხანძარი მოჰყვა. უკრაინის ხარკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის დღევანდელი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვსა და ახლომდებარე რაიონებში ელექტროენერგიის გარეშეა 350 ათასამდე მომხმარებელი. უკრაინამ დეფიციტის შესავსებად პოლონეთს მიმართა.
რუსეთის სამხედრო ძალები ხარკოვს დრონებით გასული ღამის განმავლობაში უტევდნენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე დრონებით მიტანილ იერიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსები პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„დარტყმა ხარკოვზე სამი „შაჰედით“. ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი. საზიზღარი და ცინიკური თავდასხმა. მაშველები ადგილზე როცა მივიდნენ, ტერორისტებმა მორიგი თავდასხმა განახორციელეს“, – წერს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მაშველი და ერთი მშვიდობიანი მცხოვრები. ასევე დაშავდა ათზე მეტი ადამიანი.
„რუსი ტერორისტები პასუხს აგებენ ხარკოვში თავიანთი ქმედებებისთვის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის აქტისთვის. ვმუშაობთ პარტნიორებთან ჩვენი ქალაქებისა და სოფლების დაცვის გასაძლიერებლად და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება პირდაპირ ითარგმნება ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში“, – წერს ზელენსკი.
ასევე დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, არის მსხვერპლი. საარტილერიო იერიში იყო ნიკოპოლზე.
ესტონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის ლეგიტიმური უფლება აქვს. ამის შესახებ ალარ კარისმა ტალინში, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.
“იმისთვის, რომ უკრაინა ნატო-ში მოვიწვიოთ, ომი უნდა დასრულდეს და უნდა არსებობდეს იმის გარანტიები, რომ ის ხელახლა აღარ დაიწყება,” – ამბობს ნატო-ს გენერალური მდივანი ვაშინგტონში.
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 20 “შაჰიდის” ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტია. უწყების ცნობით, მათ 11 დრონი ჩამოაგდეს.
“2024 წლის 4 აპრილის ღამეს მტერმა კურსკის ოლქიდან “შაჰედ-131/136” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვის რეგიონს შეუტია. სულ 20 “შაჰიდის“ გაშვება დაფიქსირდა. უკრაინის თავდაცვის ძალების მოძრავმა სახანძრო ჯგუფებმა 11 შემტევი დრონი გაანადგურეს ” – წერს უწყება.