საგამოძიებო სამსახურმა შპს „რეესტრ-კადასტრის“ დირექტორები დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „რეესტრ-კადასტრის“ დირექტორები – ინგა ჩიქოვანი და დალი კობერიძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თანამზრახველთა დახმარებით დაამზადეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები და თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება ექსპერტის დასკვნის თანახმად შეადგენს 1 000 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მსგავსი პოსტები

Back to top button