დიკაპრიო აშშ-ის წლის საუკეთესო მსახიობი გახდა

ამერიკელ კინომსახიბთა გილდიამ საუკეთესო როლის შემსრულებლის ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა.

ლეონარდო დიკაპრიომ სამსახიობო ხელოვნებისთვის SAG Awards-ის ჯილდო ფილმში “გადარჩენილი” შესრულებული როლისთვის მიიღო.

კინოსურათი კოლონისტ ჰიუ გლასსზე მოგვითხრობს, რომელიც დათვთან შეტაკების შემდეგ ბუნებას, მკაცრ ზამთარს და მტრულად განწყობილ ინდიელთა ტომებს მხოლოდ იმისათვის დაუპირისპირდება, რომ გადარჩეს და შური იძიოს.

დიკაპრიო ამ როლის შესრულებისთვის “ოქროს გლობუსით” უკვე დაჯილდოვდა და ამჟამად “ოსკარზეა” ნომინირებული. პრემიის გამარჯვებულთა სახელები 28 თებერვალს გახდება ცნობილი.

ჯერჯერობით ცნობილია, რომ საუკეთესო როლის შემსრულებლის წოდებისთვის დიკაპრიოსთან ერთად მსახიობები: მეტ დეიმონი, ბრაიან კრენსტონი, მაიკლ ფასენჯერი და ედი რედმეინი იბრძოლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button