ახალგაზრდა კაცის ისტორიამ მსოფლიო შოკში ჩააგდო [Photo/video]

მედიკოსების პროგნოზის მიუხედავად, მან 18 წლის ასაკს მიაღწია.

აპრიტ გოჰლი ინდოეთში, გუჯარათის შტატის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. ექიმებმა მას იშვიათი გენეტიკური დაავადება აღმოუჩინეს, ლათინური სახელწოდებით – pentalogy of cantrell. ახალგაზრდა კაცს გული გულმკერდის გარეთ აქვს განლაგებული.

მსოფლიოში მსგავსი გენეტიკური ანომალიით დაბადებული ადამიანების 165 შემთხვევაა დაფიქსირებული.

“დაბადებისთანავე ექიმებმა ჩემს მშობლებს უთხრეს, რომ დღეგრძელი არ ვიქნებოდი, მაგრამ უკვე 18 წელი შემისრულდა და სხვა ნორმალური ადამიანებივით ვცხოვრობ, მამაჩემის ფერმაში ვმუშაობ და ჯანმრთელობას არ ვუჩივი. ერთი ისაა, რომ გულმკერდს ძალიან ვუფრთხილდები. წაქცევა ან გულმკერდის სხვა რაიმე დაზიანება ჩემთვის სასიკვდილო შედეგით დასრულდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს გოჰლიმ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21891″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button