მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

იტალიაში კომენდანტის საათი გამოცხადდა

იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოაწერა. კომენდანტის საათი ყოველ დღე 22:00 საათიდან 5:00-მდე იმოქმედებს.

გარდა ამისა, ქვეყანაში დაიხურა მუზეუმები, სკოლებში უფროსკლასელები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ. სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

ქვეყნის რეგიონები რისკის სამ ზონად დაიყოფა: დაბალი, საშუალო და მაღალი. მაღალი რისკის ზონებში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს, მათ შორის, რეგიონებს შორის გადაადგილების შეზღუდვა.

ახალი შეზღუდვები ძალაში 4 ნოემბერს შედის და სულ მცირე ერთი თვე გაგრძელდება.

კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდის გამო იტალიაში შეზღუდვები გასულ კვირასაც გამკაცრდა. დაიხურა საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები და კინოთეატრები. გარდა ამისა, საღამოს 6 საათიდან იხურება ბარები და რესტორნები.

პანდემიის დაწყებიდან იტალიაში ვირუსით დაავადდა 759 829 ადამიანი, გარდაიცვალა – 39 412.

მსგავსი პოსტები

Back to top button