მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვაქცინაციის კამპანია  “ჩაერთე შენივე  სოფლიდან” კახეთშიც დაიწყო

ვაქცინაციის კამპანია “ჩაერთე შენივე  სოფლიდან” კახეთშიც დაიწყო. დღეს საგარეჯოს მუნიციპლიტეტის სოფელ მანავსა და პატარძეულში,  ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე  იმყოფებოდნენ.

ჯანდაცვის სფეროს მესვეურები, სოფლებში  ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ.

ადგილობრივებს, სინოფრამის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აქვთ.

აცრებს სოფლებში, თბილისიდან ჩასული სპეციალისტები ახორციელებენ. იმუნიზაციის პარალელურად, ჯანდაცვის  სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და აცრის  აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კამპანია მთელ საქართველოს  მოიცავს და მისი მიზანი  მოქალაქეების  ვაქცინაციის აუცილებლობაში დარწმუნებაა.

მარათონის ფარგლებში მობილური ჯგუფები საქართველოს  49  სოფელში ჩავლენ, სადაც 160 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button