მნიშვნელოვანისიახლეები

გამოვლინდა ინფოცირების 4 028 ახალი დადასტურებული შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 688 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 768 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 920 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 028 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 458 093.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 22 517 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 270 759.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 577 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა

📌აჭარა – 303

📌იმერეთი – 450

📌ქვემო ქართლი – 259

📌შიდა ქართლი – 207

📌გურია – 89

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 203

📌კახეთი – 210

📌მცხეთა-მთიანეთი – 27

📌სამცხე-ჯავახეთი – 48

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავაც საყურადღებოა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30%-ს აღწევს. მედიკოსების განცხადებით, „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, მოსახლეობას სიფრთხილე მართებს, ვინაიდან ხშირია გართულებული შემთხვევები ქრონიკული დაავადების მქონე და 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში.

სპეციალისტების ვარაუდით, რთული ეპიდვითარება, შესაძლოა, მარტის დასაწყისამდე გაგრძელდეს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართვა და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაა.

„არის რეინფიცირების ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც 3, 6 თვის წინ გადატანილი კოვიდის ფონზე ფიქსირდება. ბოლო პერიოდში, რამდენიმე შემთხვევაცაა, როდესაც ადამიანმა სულ 1 თვის წინ გადაიტანა და დაამარცხა კორონავირუსი. თებერვალი, ალბათ, საკმაოდ საყურადღებო იქნება და შეიძლება, დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს“, – აცხადებს მაკა ბულეიშვილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

აქვე გეტყვით რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ მათ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და არსებულ რეალობას სრულად არ ასახავს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ვებ-გვერდზე ზუსტი ინფორმაციის განთავსება ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, Stopcov.ge-ზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა კიდევ 21 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button