აჭარაში მანდარინის კრეფა დაიწყო

აჭარაში საადრეო ჯიშის მანდარინის დაკრეფა დაიწყო. ციტრუსის აქტიური სეზონი კი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება.

საქართველოს მასშტაბით, წელს 60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბათუმში განაცხადა.

ბათუმი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს სახელწოდებით „ციტრუსის ექსპორტი 2017“. ფორუმის მიზანი ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობა და ამ მიზნით კონკრეტული ექსპორტიორი კომპანიების დაინტერესების გაზრდა.

ბათუმს სტუმრობენ ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ლიტვიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button