ხიდაშელმა და ზაქარეიშვილმა პოსტები დატოვეს

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დატოვეს, პრემიერმა მათი განცხადებები უკვე დააკმაყოფილა.

მედიაში კანდიდატურები უკვე განიხილება. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მან დაიკავოს თავდაცვის მინისტრის პოსტი, არ დაადასტურა. მისი თქმით, ეს მისთვის „მეასე საიუბილეო კითხვაა“.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე რამდენიმე გვარი სახელდება. მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია.

მმართველი გუნდი რესპუბლიკელი მინისტრების საკუთარი რესურსით ჩანაცვლებას გეგმავს. ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს ფორმატში პრემიერთან მმართველმა გუნდმა უკვე ისაუბრა.

ორი ”რესპუბლიკელი” მინისტრი რომ თანამდებობას დატოვებდა მიმდინარე წლის 12 ივლისს ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. “რესპუბლიკელები” აცხადებდნენ, რომ საარჩევნო პერიოდში ისინი თანამდებობებზე არ იქნებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button