პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

პრესის თავისუფლების ინდექსით, შარშანდელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა. ქვეყანამ 180-დან 64-ე ადგილი დაიკავა. 2016 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგი საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შარშანდელთან შედარებით, საქართველომ საკუთარი პოზიციები 5 ადგილით გააუმჯობესა, რადგან 2015 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში 69-ე ადგილი ეკავა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის მესაკუთრეობის კუთხით გამჭვირვალე სიტუაციაა, სატელიტური ტელევიზიები კი პლურალიზმს უზრუნველყოფს.
მათივე თქმით, ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ უფრო იშვიათი გახდა, თუმცა მუქარები კვლავ ფიქსირდება.