მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აფეთქება ფოცხოეწერში-დამწვარია შენობის 30 კვ.მ ფართი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში სასტუმროს ყოფილ შენობაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივების ცნობით, გაზის ბალონი იმ დროს აფეთქდა როცა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები საუზმობდნენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“გაზის ბალონი სამზარეულოში აფეთქდა, რა დროსაც ენგურჰესზე მომუშავე მუშების ნაწილს დასრულებული ჰქონდა ვახშმობა,ნაწილი კი შენობას ტოვებდა.მზარეულებმა კი დროზე მოასწრეს ევაკუაცია,საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვაქვს”,-ამბობს რადიო თბილისთან ბესიკ ფსრცვანია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,რომ აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. მაშველმა-მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა მოახერხეს.

დამწვარია შენობის 30 კვ.მ ფართი.

მსგავსი პოსტები

Back to top button