მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფეთქებები რუსეთში კურსკის ოლქში

რუსეთში, კურსკის ოლქში ღამით საჰაერო განგაში იყო. რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინიდან სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა.
ქალაქ კურსის მაცხოვრებლები, სულ მცირე, 5 ძლიერი აფეთქების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას Telegram არხებზე.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა კურსკის ოლქის თავზე გაანადგურეს სამი რაკეტა(Точка-У) და „კიევის რეჟიმის“ მხრიდან „ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა“. კურსკის ოლქის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის თანახმად, სამი „უკრაინული რაკეტა“ ფატეჟის რაიონში ჩამოაგდეს. შედეგების შესახებ არაფერს იუწყებიან.

დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. უკრაინულ მხარეს მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, საიდანაც რუსული არმია რაკეტებით და დრონებით უტევს უკრაინის ტერიტორიას. 2022 წლის დეკემბერში უკრაინის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს ქალაქ კურსკთან მდებარე აეროდრომს. 2023 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა კურსკის ოლქზე დრონებით არაერთი შეტევის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button