ოკუპანტებს ბახმუტში დიდი დაკარგები აქვთ- უკრაინამ წინ 2 კილომეტრით წაიწიეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ ამ კვირის განმავლობაში, უკრაინელ სამხედროებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში არ დაუკარგავთ არცერთი პოზიცია.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთი მისთვის თითქმის საკრალური მნიშვნელობის ბახმუტში წარმატებული ბრძოლის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რეალობა კი ის არის, რომ დიდი დანაკარგი განიცადა და საკუთარი გეგმის რეალიზება ვერ შეძლო.
„მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები. მათ ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადეს. ჩვენმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარის ინფორმაციით, ამ კვირის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს. რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 12 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 197 670 (+ 750)
ტანკი – 3 745 (+5)
ჯავშანტექნიკა – 7 295 (+8)
საარტილერიო სისტემა – 3 068 (+15)
სარაკეტო სისტემა – 559 (+2)
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 312 (+2)
თვითმფრინავები – 308 (+0)
ვერტმფრენი – 294 (+0)
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 636 (+9)
ფრთოსანი რაკეტები – 970 (+0)
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 996 (+12)
გემი/ნავი/კატარღა – 18 (+0)
სპეციალური აღჭურვილობა – 393 (+2).
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.