მნიშვნელოვანისპორტი
ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე 14 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დღეს ბუდაპეშტში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაფრინდა.
პირველობა, უნგრეთის დედაქალაქში 6-დან 13 ივნისის ჩათვლით გაიმართება და მონაწილეობას მასში, 131 ქვეყნის 703 ძიუდოისტი მიიღებს.
საქართველოს ნაკრებში 14 ძიუდოისტიდან 9 ვაჟი და 5 გოგონაა.
ვაჟები: თემურ ნოზაძე, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გელა ზაალიშვილი.
გოგონები: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი.