მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 504 ბავშვი დაიღუპა

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 281 700 ჯარისკაცი დაკარგა

7 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 504 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაშავდა 1 129-ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში – 488

ხარკოვის ოლქში – 301

კიევის ოლქში – 129

ჩერნიგოვის ოლქში – 71

ლუგანსკის ოლქში – 67

ნიკოლაევის ოლქში – 97

ხერსონის ოლქში – 1284

ზაპოროჟიეს ოლქში – 99

დნეპროპეტროვსკის ოლქი – 97

ლუგანსკის ოლქში – 67.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

​უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 281 700 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 7 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 610 სამხედრო, 20 ჯავშანტექნიკა და 23 ტანკი.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4800
ჯავშანტექნიკა – 9102
საარტილერიო სისტემა – 6688
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 808
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 541
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5185
ფრთოსანი რაკეტა – 1530
გემი/ნავი – 20
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 9073
სპეცტექნიკა – 956
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button