დუისში რელიგიური რიტუალის სახლს რეაბლიტაცია უტარდება

სოფელ დუისში რელიგიური რიტუალის სახლში შენდება.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, შენობის რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება. შენობა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დაფინანსებით შენდება.

მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი პანკისის ხეობაში აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ჰაჯი იასინ ალიევმა და რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ დაათვალიერეს.

“რამდენიმე დღის წინ პანკისში ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლებები ჩატარდა. სწორედ ამ დღეს გაჩნდა ინიციატივა, რომ რეაბილიტაცია ჩატარებოდა სახლს, სადაც რელიგიური რიტუალები ტარდება. იდეის განხორციელებაში კი დაგვეხმარა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო”, – განაცხადა ჰაჯი იასინ ალიევმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button