ჭათურაში ,,თავისუფალი დემოკრატების” და ,,ქართული ოცნების” კანდიდატები იბრძვიან

ჭიათურის 58 უბანი ერთადერთია,სადაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს თავისუფალი დემოკრატების და ქართული ოცნების კანდიდატები უპირისპირდებიან.

ამ დრომდე ჭიათურაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი.
ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თავისუფალი დემოკრატების ლიდერები იმყოფებიან მათ შორის ირაკლი ალასანიაც.

“ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჭიათურას რომ ჰყავდეს ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხმა პარლამენტში. იმიტომ შევიკრიბეთ რომ მას მხარდაჭერა აღმოვუჩინო. ჩვენი ყოფილი რამდენიმე წევრის მიერ წამოწყებულ კამპანიას ვემიჯნებით. ჩვენ იგივე ღირებულებები გვაქვს რაც გვქონდა
და ჩვენ მხარს მხოლოდ თავისუფალ დემოკრატებს ვუჭერთ მხარს,”- აღნიშნა ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ გაფრინდაშვილს, მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.
ამ დროისთვის ჭიათურაში 58 უბანზე 7 148 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო სიის 17 პროცენტია. მოსახლეობის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

გამარჯვებაში დარწმუნებულია ქართული ოცნების წარმომადგენელიც, რომელიც ამბობს, რომ ხმა სტაბილურ განვითარებას მისცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button