მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყანაში გამოვლენილინდა ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 504 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 253 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 10 230 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 575 999.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 429 763.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 981 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა

📌აჭარა – 523

📌იმერეთი – 1 662

📌ქვემო ქართლი – 541

📌შიდა ქართლი – 638

📌გურია – 424

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 779

📌კახეთი – 842

📌მცხეთა-მთიანეთი – 218

📌სამცხე-ჯავახეთი – 208

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 90.

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 424 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 4 ადამიანი ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 72 პაციენტი მკურნალობს, 20 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 17 მძიმე მდგომარეობაშია. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 51 101-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 642-ს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button